სიახლეები
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლის პედაგოგს, თამაზ კაპანაძეს პროფესიული ღვაწლისთვის „წლის მასწავლებლის“ ჯილდო გადაეცა 
07-10-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლას არაერთი ღვაწლმოსილი და ღირსეული პედაგოგი ჰყავს, მათ შორისაა თამაზ კაპანაძე, რომელიც წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით,  ლაგოდეხის სკოლებში ირჩევა ერთი მასწავლებელი და მას გადაეცემა ჯილდო - „წლის მასწავლებელი“. 

წელს კი ჯილდო, სწორედ პედაგოგმა თამაზი კაპანაძემ დაიმსახურა, იგი 1995-დან 2020 წლამდე  სკოლის დირექტორი იყო, ამჟამად კი ასწავლის მათემატიკას. 

„წლის პედაგოგის“ სტატუსის მქონე მასწავლებლების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია ლაგოდეხში კინოთეატრ „სინემაში“, გაიმართა, სადაც  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლის მასწავლებლები იყვნენ დასახელებულები. 

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - ნინო წილოსანი და  ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სკოლა ამაყობს პედაგოგის წარმატებით, ულოცავს მას დამსახურებულ ჯილდოს, პედაგოგებს კი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. 

იხილეთ ფოტოები, ვიდეო 1, ვიდეო 2


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა
 

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება