TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ილემის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ლამაზი და ემოციური ღონისძიებით აღინიშნა
07-10-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში პედაგოგების ღვაწლი და ამაგი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია. 

სკოლაში, ეს დღე ბავშვებმა ღონისძიებით გაულამაზეს თავიანთ აღმზრდელებს. მათ სიმღერები, ლექსები მიუძღვნეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ასევე, მოსწავლეებმა დირექტორს - ციალა გაბუნიას მიულოცეს ეს დღე, რომელიც დიდი ხანი არაა რაც სკოლას ხელმძღვანელობს და ამასთანავე არ დაივიწყეს ყოფილი ხელმძღვანელის - ირინა სხილაძის ღვაწლი. 

„მოსწავლეებმა და კოლეგებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი უანგარო ღვაწლი და დამსახურება სკოლის წინაში. რისთვისაც მადლობას უხდის სრულიად სასკოლო საზოგადოება და კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს“, - აღინიშნა სკოლაში.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება