მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
სკოლის ანსამბლი „ნენსკრა“, რომლის ხელმძღვანელი ლალი ჩხეტიანი გახლავთ, 29 სექტემბერს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნულ კონკურსში (კატეგორიაში - ქართული სიმღერა) წარმატებით (შედეგი: 94,42 ქულა) მონაწილეობდა.
ანსამბლმა (26 მონაწილე) კონკურსში I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლეებით ამაყობენ და მათ შემდგომ კონკურსებში წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, დიდი სიხარულით, ანსამბლის ხელმძღვანელს, წევრებს, მშობლებს, სკოლას, ჭუბერის ხეობას! მრავალი სიხარული და წარმატება თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება