მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გასულ კვირას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. 2024 წლის გამარჯვებული ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, ნათია უჩავა გახდა. კონკურსი 2017 წლიდან ხორციელდება და წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული მასწავლებელი გამოვლინდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში.
კონკურსს საუკეთესო ათეულიც ჰყავს, სადაც უკვე 80 ნიჭიერი, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული პედაგოგია გაერთიანებული, რომლებიც „ათეულის კლუბის“ ფარგლებში არაერთ საინტერესო საქმიანობასაც ახორციელებს.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ:
გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
აღნიშნულ პროექტს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან აფინანსებს და ჯამში 1 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული მხოლოდ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში. საერთო ჯამში კი, ფონდის ინვესტიცია საგანმანათლებლო პროექტებში სცილდება 4,5 მილიონ ლარს, ხოლო ფონდის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით უკვე 35-ზე მეტი საგანანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
კონკურსის გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გარდა, მისი მხარდამჭერები არიან: ოქროს სპონსორი ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
გპფ-მ გამარჯვებულს 15 000 ლარი გადასცა, ფინალისტები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოქროს სპონსორმა ლიბერთიმ 5000 ლარით, ხოლო საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები 2500 ლარით დააჯილდოვა. ასევე, ღონისძიებაზე საუკეთესო ათეულის წევრებმა მიიღეს სხვადასხვა პრიზები, რომელსაც ყოველ წელს ჯილდოს მხარდამჭერები აწესებენ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?
მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია