სიახლეები
სკოლები

გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში გადავიდნენ
07-10-2024
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების გაღრმავებას და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში აქტიურად მონაწილეობს და ახლა, სკოლა მოხარულია გვამცნოს, რომ მოსწავლეები ნახევარფინალში გავიდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა უდიდესი შრომა და თავდადება გამოიჩინეს პროექტზე მუშაობისას. მათი ინოვაციური იდეები და კვლევის უნარები ნამდვილად შთამბეჭდავია.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ბელა ქვარცხავას და სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს მოსწავლეებთან ერთად.  

„წინ კიდევ რთული გზაა, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი მომავალშიც  ბრწყინვალედ წარმოაჩენს თავს!  ეს კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში და ჩვენი გუნდის წარმატება ნამდვილად საამაყოა“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება