მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ცნობილია, ცნობილია ისიც, რომ განათლების მიმართულებით დაფინანსება 200 მილიონზე მეტით იზრდება, თუმცა მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, არსებული დოკუმენტით, გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულ სკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა.
„სკოლამდელი და ზოგადი განათლების ნაწილში გათვალისწინებულია 1 მილიარდ 808 მილიონი ლარი; – 233 მლნ ლარით არის გაზრდილი და ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდება წელს ივლისიდან გაზრდილი ხელფასების დაფინანსებას. მოგეხსენებათ, შუა წელს მოხდა საკმაოდ დიდი ზრდა და ამიტომ, გარკვეულად წინა პერიოდზე იყო გადანაწილებული, მომდევნო წელს კი სრულად არის დაფინანსება გათვალისწინებული და ასევე, მომდევნო წელს გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის, მანდატურების ხელფასების ზრდა და ა.შ.
ხელფასების ზრდა ასევე იქნება სკოლის ექიმების მიმართულებით. რა თქმა უნდა, 500 და 600-ლარიანი ზრდა ერთიანად არ გამოვა, თუმცა ეტაპობრივად. ჩვენ ეს პოლიტიკა არ გვექნება მხოლოდ ერთ წელზე და ეს იქნება მუდმივად, ყოველწლიური ზრდის პოლიტიკა, ისევე, როგორც ბაღებში”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.