სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VII კლასის მოსწავლეები დამწერლობათა ტიპებს გაეცნენ და პიქტოგრამები შექმნეს 
08-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეები დამწერლობათა ტიპებს გაეცნენ. მათში განსაკუთრებული ინტერესი პიქტოგრამებმა გამოიწვია. ამიტომაც დიდი გულმოდგინებით აქციეს იგი კომუნიკაციის ენად და თიხისგან ნაძერწ „ქვის ლოდებზე“, საინტერესო წარწერები შექმნეს.

ძირითადი თემა - სანადიროდ წასვლა და ცეცხლის გაჩაღება იყო. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს ბიბლიური მითები ადამიანის შექმნასა თუ ბაბილონის გოდლის შესახებ. ისინი ისე მოიხიბლნენ მითების თემით, პედაგოგის ინიციატივით, კლასი ჯგუფებად დაიყო და თითოეულმა საკუთარი მითი შეექმნა.

ასე წარმოიშვა მითები: „მაგიური ქვა“, „ენების მცოდნე ქალღმერთი“, „ადამიანი და ცხოველი“, „თხოვნა“.

„ვისმენდი და ვფიქრობდი, სამყაროზე წარმოდგენებითა თუ პერსონაჟთა სახეებით, ნებისმიერი მათგანი არსებულ ხალხურ თქმულებებსაც კი გაუტოლდება-მეთქი. თუმცა მარტივი შესამჩნევი იყო, თითოეულს ქართული ფესვები რომ ჰქონდა და ჩვენი დროის მკვლევრებისთვისაც კი ნათელს გახდიდა, ქართველურ ენათა ოჯახიდან აღმოცენებული რომ იყო. ახლა ასომთავრული ანბანით წერილების შექმნას აპირებენ. მომავალში,საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მისულები, მეტი ინტერესით მოინახულებენ იქ დაცულ უძველეს ქართულ წარწერებსაც. კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონ ტაბიძის მსგავსად მათაც მოეწონათ ჲ (იოტა), თუმცა მეეჭვება ილია ჭავჭავაძის რეფორმას ოდესმე დაუპირისპირდნენ და მისი ანბანში დაბრუნება მოითხოვონ“, - ასე აფასებს პედაგოგი მარი თაბაგარი მოსწავლეთა ნამუშევრებს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება