სიახლეები
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
08-10-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში უცხოური ენების შესწავლას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ენების ევროპული დღე აღინიშნა. აქტივობებს, რომლებიც სკოლაში, ამ დღეს მიეძღვნა ხელმძღვანელობდნენ: ინგლისური ენის მასწავლებელი ჟანა მირცხულავა და რუსული ენის პედაგოგი კარინა ბუიანოვა.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს. 

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა ასევე თემატური პოსტერები შექმნეს და შეასრულეს ქვიზი - „ერთი სიტყვა, ერთი დროშა“, „ისწავლე როგორ თქვა „გამარჯობა“ სხვადასხვა ენაზე“.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება