სიახლეები
სკოლები

საგვიჩიოს საჯარო სკოლის პედაგოგი ზაზა შულაია საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრო
09-10-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლას წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. 

მათ რიგებშია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ზაზა შულაია, რომელიც მე-17 საერთაშორისო სიმპოზიუმზე იმყოფებოდა. 

შეხვედრის თემა გახლდათ - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები- პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“, . 

სიმპოზიუმი 25-27 სექტემბერს, ქუთაისის აკ. წერეთლის სასელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ლიტერატურის მკვლევრები. 

სიმპოზიუმზე სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნა 150-მდე მოხსენება ლიტერატურის სხვადასხვა საკითხზე, მოეწყო ჩვენება დოკუმენტური ფილმის -„ქართული სიმბოლიზმის დაბადება“, რომელიც, ინგლისურენოვანი ტიტრის დადების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტსივრცეში. 

აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის ორგანიზატორები გახლდათ: კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA); შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სიმპოზიუმის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ნაწილი გამოყებულ იქნება საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. სკოლის ლიტერატურულ კლუბში განიხილება შემდეგი საკითხები:

1. პატარა ქვეყნების ლიტერატურის პრობლემები;
2. სულხან-საბა ორბელიანის ერთი იგავ-არაკის ახლებურად გააზრება;
3. ნაციონალური და რეგიონული მწერლობა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სიმპოზიუმზე დამყარდა რამდენიმე ლიტერატორთან საქმიანი კონტაქტი, თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ერთ-ერთ პროექტში აისახება.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება, მადლობას უხდიან მას აქტიურობისთვის და წინსვლას უსურვებენ. 

„მადლობას ვუხდით ბატონ ზაზას  განათლების სფეროში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება