მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა შრომა და ღვაწლი დაფასებულია.
შესაბამისად, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის დირექციამ პედაგოგებს საზეიმოდ მიმართა და პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
„ღვანკითის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ დიდი სიყვარულით. თქვენ ხართ ჩვენი სოფლის, სკოლისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მუდამ ენერგიული, დაუღალავი და ლაღი ცხოვრება მოგცეთ ღმერთმა. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მოსწავლეებზე, დაისვენეთ და განვითარდით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, უანგარო მსახურებისთვის!“,- აღინიშნა სკოლაში.
ამ დღის აღსანიშნავად მეორე კლასში (ხელმძღვანელი ნინო გოგიაშვილი) ჩატარებული საზეიმო გაკვეთილი პატარებმა საყვარელ მასწავლებლებს მიუძღვნეს. თავიანთი გულწრფელი ემოციები და სურვილები საკუთარი ხელით შექმნილ ნახატებში და მისალოც ბარათებში გაამჟღავნეს და ერთხმად აღიარეს: მასწავლებელი ჩვენთვის ყველაფერია.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა შრომის დაფასება, მათი მხარდაჭერა და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება
ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა