მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით აფასებენ პედაგოგების ღვაწლსა და შრომას, ყველაზე ღირებულ საქმეში - განათლებულ თაობათა აღზრდაში.
ცხადია სკოლაში მასწავლებლის დღე აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეორე კლასის მოსწავლეებმა არაერთ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
დახატეს დამრიგებელი თავიანთი წარმოდგენით, მონაწილეობდნენ კედლის გაზეთის შექმნაში, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომრები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს დამრიგებელი ლალი კობახიძე ხელმძღვანელობდა.
„გილოცავთ კოლეგებო ამ დღეს, აღგვეზარდოს ღირსეული, წარმატებული, სამშობლოს მოყვარული თაობა, წარმატებებს გისურვებთ ყველას პროფესიულ საქმიანობაში... მშვიდობიანი, ფერადი და ნათელი მომავალი ჩვენს პატარებს“, - ამ სიტყვებით მიულოცეს სკოლაში ეს დღე პედაგოგებს.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია