მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა და ამაგი დაფასებულია. სასკოლო საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა საყვარელი პედაგოგები სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს და მათ წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
ბავშვებმა აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მათთვის მასწავლებლები და მათ ემოციური ვიდეო მიუძღვნეს.
„ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს! მადლობა მასწავლებელო!“, - აღნიშნეს ბავშვებმა.
პედაგოგებმა მათ აღნიშნული სიურპრიზისთვის მადლობა გადაუხადეს.
„მადლობა ბავშვებო სიყვარულისთვის! თქვენთვის არასდროს დავიღლებით“, - აღინიშნა სკოლაში.
ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ემოციური და დაუვიწყარი იყო.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია