მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო, რომელმაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია.
VIII-IX კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორის, ამავდროულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ნაზი სადილიანის ხელმძღვანელობით, „ბუნების ბატონის“, მწერლისა და ღირსეული პიროვნების, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ბევრი რამ შეიტყვეს რაინდული თვისებებით გამორჩეული მწერლის შესახებ. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ შემოდგომის საოცარი ფერებით შემკული ეზოსა და მყუდრო სახლით, რომელშიც ცხოვრობდა ბუნებით თავმდაბალი „დიდი ნიკო“.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები მომავალში შეისწავლიან ძალიან საინტერესო ნოველებსა და მინიატურებს დიდი მწერლისას, რომლისთვისაც ყველაზე მაღლა ადამიანის ღირსება იდგა.
როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია