მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქანთარია და პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და სხვადასხვა ტრენინგსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
3-6 ოქტომბერს, ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი ზურაბ ქანთარია, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სალომე გოგია, დაწყებითი განათლების მასწავლებელი თამარ გვიჭიანი, სატრენინგო შეხვედრებს დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია პროექტში - „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“.
შეხვედრები ჩატარდა ორი მოდულის - „მთლიანი სკოლის განვითარების“ და „უწყვეტი განმავითარებელი შეაფასების“ ფარგლებში.
ტრენინგზე წარდგენილმა ოცამდე სკოლამ ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარა. მონაწილეებმა ისაუბრეს რა ღონისძიებებმა მოიტანა კარგი შედეგები და რის გაუმჯობესებას აპირებენ მომავალში.
პროექტის ფარგლებში იწყება სასკოლო საზოგადოებების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს სხვა სკოლების ჩართვას და მათი სასწავლო პროცესების კიდევ უფრო დაახლოებას. სკოლებთან თანამშრომლობის გაღრმავება დასახელდა ერთ-ერთ პრიორიტეტად.
უწყვეტი განმავითარებელი შეფასების ფარგლებში სკოლებმა ასევე გააზიარეს თავიანთი პრაქტიკა, შეიმუშავეს სამომავლო ექვსთვიანი სამოქმედო გეგმები.
„მარტამდე დაგეგმილია სკოლაში უწყვეტი განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების სრულად ათვისება, მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც გვიყვებიან, ხაიშის საჯარო სკოლა მოხარულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ტრენინგებში და აქტივობებში, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა განვითარებისკენ, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და სასკოლო საზოგადოებების დაახლოებისკენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.