სიახლეები
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა 
10-10-2024
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმეს და განახორციელეს საზეიმო ღონისძიება.

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა ლამაზი წარმოდგენით მოგვილოცეს პროფესიული დღესასწაული“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის მასწავლებლებს მადლობას უხდიან და მათ პროფესიულ დღესასწაულს დიდი სიყვარულით ულოცავენ.

„უდიდესია მასწავლებელთა დამსახურება  ქვეყნისა და ერის წინაშე. სახელმწიფოს განვითარებისა და წინსვლის საფუძველი განათლებული და გონიერი მომავალი თაობაა, ვისი ღირსეული აღზრდა მნიშვნელოვანწილად მასწავლებლებზეა დამოკიდებული, ამიტომაც გისურვებთ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული, ღირსეული და განათლებული თაობა აღგეზარდოთ!

ყველა მასწავლებელს ვულოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! მათ ვუსურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს და მრავალ წარმატებას!“, - ამბობენ სკოლაში.

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება