მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცეკვის მასწავლებელმა მოსწავლე დარბაზში რეპეტიციისას სცემა - გავრცელებულ ინფორმაციას ვიდეოჩანაწერიც ახლავს სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ბავშვს 25-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი.
მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა - ის ფიზიკურად შეეხო ბავშვის დედასაც და მამიდასაც
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პედაგოგს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალბატონი ცდილობს.
ის პერიოდულად პედაგოგსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს.
პროკურატურის ცნობით: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის
არის თუ არა შეფარდებული 2000-ლარიანი გირაო ადეკვატური? უფრო კონკრეტულად, რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე და ზოგადად, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები, როდესაც მათზე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ თუნდაც სკოლაში, ბაღში ან ოჯახში? etaloni.ge-ს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, თამარ ზარქუა ესაუბრება.
- ჩვენს ორგანიზაციას ბევრი შემთხვევა ჰქონია მსგავსი სახის - როდესაც აღმზრდელებს ბაღში ბავშვებისთვის ფიზიკური ტკივილი მიუყენებიათ, მასწავლებელს განუხორციელებია მოსწავლის მიმართ სექსუალური შევიწროება... სამწუხაროდ, ეს გამოწვევები და ეს პრობლემები ნამდვილად გვაქვს...
- გამოწვევები არის, თუმცა საინტერესო ისაა, განაჩენი თუ დგება?
- ასეთი ტიპის საქმეებზე, მით უმეტეს, თუ შშმ პირს ეხება, ხშირად არ დგება შედეგი იმიტომ, რომ ბავშვი ვერ გადმოსცემს, რა ფიზიკური ტკივილი მიადგა. გვქონია შემთხვევა, როდესაც, მამამ, ფაქტობრივად, აწამა ბავშვი, მაგრამ მას დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა სწორედ ამ მიზეზით. ასეთი საქმეები მიგვაქვს სტრასბურგის სასამართლოში.
ზოგადად, ყველამ უნდა დაიმახსოვროს - როდესაც ბავშვი შედის სკოლაში ან სხვადასხვა წრეზე, მასზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, რადგან ეს დაწესებულებები არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ; სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი. სხეულებრივი დასჯა არ არის ჰუმანური და არის სისხლის სამართლის დანაშაული, სახელმწიფო უნდა ამზადებდეს მასწავლებლებს, მანდატურებს და მშობლებსაც, ჰქონდეთ ინფორმაცია, იცოდნენ უფლებები, დაიცვან თავი, ჰყავდეთ
კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება - ეს არ ყოფილა ერთჯერადი ძალადობა. ამ ადამიანმა იძალადა ბავშვზე რამდენჯერმე და ამას უყურებდნენ სხვა ბავშვებიც, რომლებიც ასევე შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულებად - როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის შემსწრე, ის ასევე უნდა ვივარაუდოთ ძალადობის მსხვერპლად.
რაც შეეხება 2000 ლარიან გირაოს... დავინახეთ ამ ძალადობის ინტენსივობა და ისიც, რომ მის შეკავებას მეუღლე ცდილობდა, რომელიც ძალადობრივი გზით მოიცილა! გირაო ვერ იქნება შემაკავებელი და ადეკვატური, რადგან სახელმწიფო პირდაპირ ლოიალობას აჩვენებს - ბავშვზე ძალადობას აფასებს ორ ათას ლარად და არ ითხოვს პატიმრობას.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველანი უნდა დავიჭიროთ, თუმცა ბავშვზე მოძალადეს სახელმწიფომ არ შეიძლება ასეთი გირაო შეუფარდოს, მით უმეტეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასწავლებელი ცდილობს ბავშვის მშობლებთან მოაგვაროს საკითხი, სურს ბოდიშის მოხდა... რაც დაუშვებელია აღკვეთის ღონისძიებისას - მოწმეებთან კონტაქტი უნდა იყოს აცილებული, ამ შემთხვევაში კი შეიძლება გამოძიებას ამ კუთხითაც შეექმნას დაბრკოლება.
- იმაზეც შევთანხმდეთ, რომ წლების წინ ყურის აწევა, თუნდაც თმის მოქაჩვა, არანაირ ძალადობად არ მიიჩნეოდა.
- ყურის აწევა საკლასო ოთახში ვერ ვიტყვი რომ ძალადობა არ არის! ის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჩაითვლება დანაშაულად, თუკი პირმა განიცადა ტკივილი. გვაქვს ბავშვთა უფლებების კოდექსი, არსებობს ბავშვთა დაცვის ცხელი ხაზი - 111 და არასრულწლოვანს შეუძლია ნებისმიერი ქმედების დროს რომელიც მოხდება ნებისმიერ სივრცეში, დარეკოს ცხელ ხაზზე. პოლიციას ვალდებულება აქვს ბავშვს გაესაუბროს თუნდაც განცალკევებით; ასევე მუშაობენ სოცმუშაკები, ადვოკატები, ფსიქოლოგები... ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ მას ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფო დაიცავს არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ მშობლისგანაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...