მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ამიტომ, სკოლის პირველ კლასში „ანბანის შებრძანება“ საზეიმოდ აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლის პედაგოგმა სოფო მიქიაშვილმა, კლასში ნამდვილი დღესასწაული გამართა.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ პირველი ხელნაწერი „აი ია“, დიდი მონდომებით შეასრულეს.
„საზეიმო ვითარებაში „შემობრძანებულ ანბანს“, სიხარულით შეხვდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.