მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული და მათში მოსწავლეები დიდი შემართებით, აქტიურად მონაწილეობენ.
ამის ნათელი მაგალითია საინტერესო გაკვეთილთა სერია, დაწყებით კლასებში.
IIბ კლასში ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც მასწავლებლები: ხათუნა თედორაძე და ლია ტაკიძე ხელმძღვანელობდნენ.
გაკვეთილის თემა: კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“, გახლდათ
მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტში წარმოდგენილი ლიტერატურულ დეტალებზე პრობლემის გააზრება და მსჯელობა. რუკის დახმარებით პერსონაჟების დაახასიათება.
ბოლოს კი დაამზადეს შთამბეჭდავი აფიშა, ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე დახატეს ეპიზოდები და გააკეთეს აპლიკაციები. ასევე, უყურეს ფილმს და გაითამაშეს პინოქიოს როლი.
ასევე აღსანიშნავია IIგ კლასში ჩატარებული ქართული ენის გაკვეთილი, თემაზე - „პინოქიოს თავგადასავალი“.
გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ „პინოქიო“ მარტო ბიჭები კი არა, თურმე გოგონებიც შეიძლება გახდნენ.
პატარებმა, ჯერ აფიშა დაამზადეს, ეპიზოდების სურათები დახატეს, საკუთარი ხელით დაამზადეს პინოქიოს ჩაჩი და ცხვირი, ბოლოს კი, უყურეს ანიმაციურ ფილმს.
ბავშვებისათვის საოცრად საინტერესო აღმოჩნდა კარლო კოლოდის უკვდავი ნაწარმოები და მათაც ხალისით შეისწავლეს მოცემული ეპიზოდი.
ასევე აღსანიშნავია lllგ კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, რომლის თემაც - uncle phil’s Pet Shop, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ნინა ბერიძე, მათე გოგიტიძე და დემე კვირიკაძე.
მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული როლური თამაში გაითამაშეს, რაც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი მადონა დავითაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება