სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის დირექტორმა პედაგოგებს ერთგულებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა 
11-10-2024
-
+


მასწავლებლის როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში განუზუმელია, ეს ყველაფერი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურებიან, მათი შრომისა და ღვაწლის დაფასება კი ახარებთ. 

სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლის დირექტორმა ნინო ვარდოსანიძემ პედაგოგებს სიტყვით მიმართა, პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა და შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. 

„გმადლობთ, რომ განათლებით სამყარო უკეთეს ადგილად აქციეთ!

დღეს 5 ოქტომბრია, ჩვენ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ - დღესასწაულს, რომელიც ეძღვნება ყველა პედაგოგის კეთილშობილურ  საქმეს, თქვენს მოთმინებასა და შთაგონებას. მინდა  გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ქალაქ ქუთაისის N40  საჯარო სკოლის ყველა პედაგოგის მიმართ, თქვენი ერთგულებისათვის და პროფესიონალიზმისათვის. დაე, თქვენი ყოველი დღე იყოს სავსე სიხარულით და სიამაყით თქვენი მოსწავლეების მიღწევებით, რადგან ისინი ჩვენი მომავალი თაობა და  მემკვიდრეობაა“,- აღნიშნა დირექტორმა და დამსახურებულ პედაგოგებს, რომელებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა, აღიარება მიულოცა. 

„ქალბატონ დარეჯან  ნემსაძეს და ქალბატონო ნათელა  ფაჩუაშვილს, გულითადად ვულოცავ პედაგოგიური მოღვაწეობის და შრომის აღიარებას. თქვენი მონდომება, პროფესიონალიზმი და სრულყოფილებისადმი ერთგულება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სწორედ ამის დასტურია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯილდო,რომელიც მოგენიჭათ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

ეს შესანიშნავი მიღწევა თქვენი შრომისმოყვარეობის შედეგია და მეტყველებს თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ სკოლის არსებობაში და განათლებაში“,- დასძინა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება