სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებისთვის მწვანეყვავილას პანთეონში გასვლითი კონფერენცია გაიმართა
11-10-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტის -  „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი“ ფარგლებში, მწვანეყვავილას პანთეონში გასვლითი კონფერენცია მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დირექცია და პედაგოგები დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. 

„ამ მხრივ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და შედეგებიც შესაბამისი გვაქვს ...“- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ჩაერთნენ პროექტში - „რა განძი გვქონია, რა  მხნე, რა მდიდარი...“ პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის ძეგლების, ღირსეული წინაპრებისა და საუკეთესო ტრადიციების შესწავლა-პოპულარიზაციას.

პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლალი ტუკვაძემ და მათემატიკის მასწავლებელმა - თეა მეშველიანმა ერთობლივად დაგეგმეს მე-9 კლასის (კლ. ხელმძღვანელი თეა მეშველიანი) მოსწავლეთა ჩართვა საინტერესო აქტივობებში. დაიგეგმა მწვანეყვავილას პანთეონის ისტორიის შესწავლა, იქ დაკრძალული დიდი მამულიშვილების  ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა,  საინტერესო ფაქტების მოძიება ჩვენი ქალაქის თვალსაჩინო  მამულიშვილების მოღვაწეობიდან. 

საკითხები გადანაწილდა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. პროექტის დასკვნით ნაწილად გადაწყდა გასვლითი კონფერენცია პანთეონში და იქ პრეზენტირება მოძიებული მასალებისა.

6 ოქტომბერს კი პროექტის ხელმძღვანელები და მონაწილე ბავშვები ეწვივნენ პანთეონს. მათ ინტერესით დაათვალიერეს პანთეონში დაკრძალულთა საფლავები, ყვავილებით შეამკეს ისინი და საამაყო ქუთაისელებს აუნთეს სანთლები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოპოვებული ინფორმაციები დიდი მამულიშვილების შესახებ: მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის  ისტორია (ელისაბედ  ხურციძე); მწერალ რეზო ჭეიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (ლიზი  ვაშაყმაძე); დიდი  პედაგოგისა და განმანათლებლის - იოსებ  ოცხელის  მოღვაწეობა ( მარიამ  ადეიშვილი);  სახელოვანი  მხატვრისა და მოქანდაკის ვალერიან მიზანდარის ცხოვრება  და  შემოქმედება (ნატა  ფხალაძე);  ქართული  დოკუმენტალური კინოს ფუძემდებელ ვასილ ამაშუკელის  ცხოვრება და მოღვაწეობა (ანასტასია  ჩაკვეტაძე),  ქართული მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენლის -  მელიტონ ბალანჩივაძის მოღვაწეობა ( ნინაკა  ნიკოლაძე  და  ანტონინა  ალფაიძე); ზურაბ კუხიანიძის  ცხოვრება და პოეზია  (ლილიანა ქობულაზე); ქართული კალათბურთის ამაგდარი მოღვაწის - სულიკო  თორთლაძის ცხოვრება (ხატია  ბაკურაძე);  

მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  დაღუპული ლევან კოხრეიძის ცხოვრების შესახებ, ყვავილებით შეამკეს მამაცი მებრძოლის საფლავი. 

ცნობისათვის, აღნიშნული პიროვნება სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელ შორენა კოხრეიძის მაზლია, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიდევ უფრო აძლიერებდა მოსწავლეთა ინტერესს ამ პიროვნების შესახებ.

კონფერენცია დაგვირგვინდა მურად ჭიჭინაძის საფლავთან გამართული ლიტერატურული კითხვით. 

თავდაპირველად ლალი მასწავლებელმა უამბო ბავშვებს ამ მამაცი ალპინისტის ბობოქარი  ცხოვრებისა და სპორტული კარიერის შესახებ, როგორი გამბედავები იყვნენ ჩვენი ალპინისტური ნაკრების წევრები: მურად  ჭიჭინაძე, დევი თარხნიშვილი, დათო კობახიძე, გია ტუშური, ირაკლი გელდიაშვილი და გივი ზუმბაძე.

ქართული ალპინიზმის ისტორიაში ამ ბიჭებმა წარუშლელი კვალი იმითაც  დატოვეს, რომ გაბედეს და ზამთარში დალაშქრეს მწვერვალი უშბა, თუმცა უკან დაშვებისას  ყველანი დაიღუპნენ.  ამ გამბედავ ალპინისტებს მიეძღვნა მხატვრული ნარკვევი - „უშბის  ბიჭები“.  მოსწავლეებმა:  ანა  თევზაძემ,  საბა  დოგრაშვილმა, თამაზ გარდაფხაძემ, ლიზი  ამბროლაძემ და საბა  ცხადაძემ წაიკითხეს უშბის ბიჭების ტრაგიკული დასასრული და პატივი მიაგეს მურადის  საფლავს.

„მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ სახელოვანი ქუთაისელი მამულიშვილების ღვაწლს,  გამოხატეს მოწიწება ამ დიდი ადამიანების მიმართ, თუმცა უკმარისობის განცდაც დაეუფლათ, რადგან პანთეონს აკლია მზრუნველი ხელი, დახავსებულია ბიუსტები, ქანდაკებები, წაშლილია გვარ-სახელები, მოსაწესრიგებელია საფლავებამდე მისასვლელი ბილიკები. იმედია, ქალაქის მერია  იზრუნებს ამ საკითხის მოსაწესრიგებლად, რადგან ძვირფას საფლავებს გაფრთხილება უნდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დასასრულს მოსწავლეებმა გადაიღეს  სამახსოვრო ფოტოები, მოილოცეს ეკლესიაში და დატკბნენ  შემოდგომის ქუთაისის ლამაზი ხედებით.

„ასეთი შინაარსიანი და ლამაზი აქტივობები ხშირად უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს, რათა გავუფერადოთ ბავშვობის დღეები და მათში აღვძრათ ინტერესი სახელოვანი წინაპრების ცხოვრების გაცნობა-გაფრთხილებისა“, - გვეუნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება