სიახლეები
სკოლები

დიდი ზარ-ზეიმით დაწყებული სასწავლო წელი და მოტივირებული მოსწავლეები კოჩიოს საჯარო სკოლაში
11-10-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ცხადია, სკოლაში ახალი სასწავლო წელიც საზეიმოდ დაიწყო, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სწავლა განახლდა, თუმცა კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებში ამ დღის განწყობა ჯერაც არ განელებულა. 

16 სექტემბერს, კოჩიოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა დირექტორის არტურ ბალასანიანისა და მასწავლებლის რუზანა აბელიანის მხარდაჭერით, შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ყველა კლასი მონაწილეობდა: მე-2 კლასი - პედაგოგი ანჟელა მუსიკიანი; მე-3 კლასი - პედაგოგი ელიზა მსრიანი; მე-4 კლასი - მასწავლებელი ზანან ალექსანიანი; მე-6 კლასი - მასწავლებელი: ნელი ბალასანიანი; მე-7 კლასი - მასწავლებელი ჰასმიკ ხეჩოიანი; მე-8 კლასი - პედაგოგი მარიანა ჰაკობიანი; მე-9 კლასი - პედაგოგი ნინო ირიციანი; მე-10 კლასი - მასწავლებელი ანაჰიტ ბალასანიანი; მე-11 კლასი - მასწავლებელი აღუნიკ ბალასანიანი; მე-12 კლასი - მასწავლებელი რუზანა აბელიანი. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, განათლების სექტორის წარმომადგენლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ცოდნის დღეს. ამ სადღესასწაულო დღეს ყველა მოსწავლეს და განსაკუთრებით ჩვენს პირველკლასელებს ვუგზავნით მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს... ვიმედოვნებთ, რომ ეს სასწავლო წელი იქნება განათლებისა და ცოდნის აღორძინების წელი. ძვირფასო კოლეგებო, ეს წელი გამორჩეული იქნება პედაგოგიურ პრაქტიკაში. დარწმუნებული ვართ, ამ სასწავლო წელს ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, - ასეთი იყო კოჩიოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის გზავნილი და შემართება, რომლითაც სასწავლო პროცესი განაახლეს. 

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება