მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში და ახალ გამოცდილებას იღებენ.
ამჯერად, სკოლის STEM კლუბის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარე აგროტექნოლოგიების კვირეულში, რომელიც 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ კვირეულში სკოლიდან ორი გუნდი მონაწილეობდა.
2 ოქტომბერს კი, „დემო დღეზე“ ორივე გუნდმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ გუნდებს მენტორობას უწევდა სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი, STEM კლუბის ხელმძღვანელი ხათუნი ასანიძე.
მონაწილე მოსწავლეები არიან: ლიზი ათანელიშვილი, ანანო გრიგალაშვილი, ევა გოლობიანი, საბა ნაცვლიშვილი, ნიკოლოზ ობოლაძე და შალვა მაჭარაშვილი.
პროექტში მონაწილეობდა 60 ახალგაზრდა კახეთის 4 მუნიციპალიტეტიდან: გურჯაანიდან, სიღნაღიდან, დედოფლისწყაროდან და ლაგოდეხიდან.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა ცნობიერება აიმაღლეს აგრო და კვების ტექნოლოგიების მიმართულებით, შეხვდებნენ დარგობრივ წამყვან სპეციალისტებს, მუშაობდნენ გუნდურად სტარტაპ პროექტებზე, ასევე, ჩაუტარდათ დრონების მართვის პრაქტიკული ვორკშოპი.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს