სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები რობოტების აწყობისა და დაპროგრამების პროცესებს გაეცნენ
15-10-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებებითაა გაჯერებული. 

ახლახან, სკოლაში Pascal STEAM Community-ის ტრენერებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარეს. საინტერესო შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა პატარებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

„რობოტიკა და პროგრამირება სწრაფად ხდება საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ტექნიკური საგნების სწავლებასთან. ფიზიკისა და მათემატიკის ძირითადი ცოდნისა და გამოცდილების ვიზუალიზაცია სწორედ რომ LEGO და რობოტებით არის შესაძლებელი. რობოტიკა ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებით აზროვნების, სიტუაციების ანალიზის და კრიტიკული აზროვნების გამოყენებას ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, კონკურსებში მონაწილეობა და კონკურენცია - აძლევთ მათ გამოცდილებას. საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში, შეცდომების დაშვებითა და გამოსწორებით - მოსწავლეები პოულობენ სწორ გადაწყვეტილებებს“,- აღნიშნეს შეხვედრაზე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება