მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის - PROFFORMANCE+ ფარგლებში ცხადდება საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს (International Higher Education Teacher Award 2024/25) მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია, მოახდინოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკების დემონსტრირება და გამოავლინოს პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც წარმატებული არიან სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა ასპექტში, რაც უმაღლეს განათლებაში მაღალი ხარისხისა და ინოვაციების კულტურის ხელშეწყობას ემსახურება. კონკურსი, ასევე, ხელს უწყობს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, მთელი ევროპის მასშტაბით.
განაცხადის თაობაზე
კონკურსი ღიაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებისთვის PROFFORMANCE+ პარტნიორი ქვეყნებიდან: საქართველო, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი და სერბეთი. განმცხადებლებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ სწავლების საუკეთესო პრაქტიკები შემდეგი მიმართულებებით:
ამასთანავე, განაცხადებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში ითვალისწინებს დიგიტალიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და მდგრადობის საკითხებს, მიექცევა დამატებითი ყურადღება.
შეფასება და დაჯილდოება
განაცხადებს აფასებს დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებულთა სწავლების საუკეთესო პრაქტიკები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პუბლიკაციებში, საინფორმაციო ბიულეტენებში, PROFFORMANCE ვებ-გვერდზე, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკების დისემინაციას.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ბმული: https://award.profformance.eu/
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო