მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და ვიმიანი ამინდი.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +20 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.