სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ვინ არის ბიჭი, რომელიც 7 წლიდან ლექციებს კითხულობს და პერიოდულობის სისტემა 2 წლისამ დაიმახსოვრა
06-11-2024
-
+


არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოწოდებას ადრეულ ასაკში პოულობენ. მათი ნიჭი ადრევე ვლინდება და სვლასაც სწორედ იმ მიმართულებით აგრძელებენ. ჩვენ გარშემოც არიან ალბათ ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც სხვისთვის სწავლება ძალიან ადრე დაიწყეს. 

თუმცა, ძალიან ძნელი იქნება ისეთი ბავშვის მოძებნა, რომელმაც ლექციების წაკითხვა 7 წლიდან დაიწყო. ასეთი ადამიანის არსებობის დაჯერებაც შეიძლება ძნელი იყოს. ფაქტი კი ერთია, ის ნამდვილად არსებობს და ეს 12 წლის სუბორნო ისააკ ბარი გახლავთ. 

მისი მათემატიკისადმი ინტერესი და ნიჭი მშობლებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ 2 წლის იყო და მის განვითარებას ყველანაირად ხელი შეუწყვეს. 

2020 წელს, როდესაც სუბორნო 7 წლის იყო, მას ინდოეთის კოლეჯებიდან შესთავაზეს, რომ მათთან ლექციები წაეკითხა, რასაც დასთანხმდა. როგორც CNN წერს, მან საშუალო სკოლა უკვე დაამთავრა და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელებაც დაგეგმა. ის მათემატიკასა და ფიზიკას შეისწავლის. 

„იმედი მაქვს კოლეჯს 14 წლის ასაკში, 2026 წლის გაზაფხულზე დავამთავრებ” - თქვა სუბორნომ, რომელიც ლონგ აილენდის საშუალო სკოლის ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული ახლახან გახდა. 

„თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ დოქტორანტურა მეორედ გავიარო, ეს იქნება ფიზიკაში, მაგრამ ახლა მინდა, რომ ძირითადად მათემატიკაზე გავამახვილო ყურადღება“, - განუცხადა მან CNN-ს.

ნიჭიერმა ადამიანმა, რომელმაც პერიოდულობის სისტემა 2 წლის ასაკში დაიმახსოვრა და 7 წლიდან ინდოეთის კოლეჯებში ლექციებს ატარებდა, მალვერნის საშუალო სკოლა, ნიუ-იორკში, ახლახან დაამთავრა. 

სუბორნო მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ, პირდაპირ მე-12 კლასში გადავიდა. შედეგად, ის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა, რომელმაც საშუალო სკოლა დაამთავრა. 

მისი საშუალო სკოლა 100-ქულიან GPA-ს სისტემას იყენებს. სუბორნოს GPA საშუალო სკოლის პირველ წელს, დაახლოებით, 96 იყო, ხოლო მეორე და ბოლო კურსზე - 98.

მოზარდის ოჯახი ამბობს, რომ ის ასევე დახელოვნებულია მხატვრობაში, დებატებში და ფორტეპიანოზე დაკვრაში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მას ახალი ისტორიის დაწერა შეუძლია, როდესაც სწავლას ბაკალავრიატზე დაიწყებს. 

სუბორნოს განათლებაზე მისმა მშობლებმა - რაშიდულ და შაჰედა ბარიმ ადრეულ პერიოდში იზურნეს. მამისი - რაშიდული ფიზიკას ბრუკლინის ტექნიკურ საშუალო სკოლაში ასწავლის, ხოლო დედა - შაჰედა დაწყებითი სკოლის მასწავლებელია.

რაშიდულ ბარის თქმით, მათ 2014 წელს შენიშნეს, რომ მათი უმცროსი ვაჟი განსაკუთრებით ნიჭიერი იყო, რადგან მათემატიკისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა.  

„ჩემი ცოლი იმ დროს მისი მასწავლებელი იყო. ერთ დღეს ის მიმატების შესახებ ასწავლიდა და ეკითხებოდა - რამდენია ერთს პლუს ერთი, ბავშვმა კი უპასუხა: „დედა, ერთს პლუს ერთი არის ორი. მაშინ დედამ სხვა მაგალითიც წაუკითხა. შემდეგ ბავშვმა დედას ჰკითხა - თუ ერთი პლუს ერთი არის ორი, შეგიძლიათ მითხრათ, რა არის n პლუს n?'“,- იხსენებს რაშიდულ ბარი. 

როგორც ის ამბობს, კითხვებმა შაჰედა ბარი გააკვირვა. თუმცა, თავიდან, მამას ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, რადგან მათი უფროსი ვაჟი - 21 წლის რეფათ ბარი, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლობს, ასევე ძალიან ჭკვიანი იყო.

„სწორედ ამიტომ, მე ვუთხარი ჩემს მეუღლეს: კარგი, აქ გასაკვირი არაფერია, მან ეს ალბათ ყურადღების მიპყრობისთვის გააკეთა“ - თქვა რაშიდულ ბარიმ. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს ყურადღების მისაქცევად არ გაკეთებულა, ბავშვს მათემატიკის ნიჭი ჰქონდა და აბსტრაქციების გაკეთება დაიწყო. 

სუბორნოს მამამ, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტში მათემატიკას სწავლობდა, ეს მომხიბლავი აღმოჩენა ერთ-ერთ პროფესორს გაუზიარა.

 „ჩემმა პროფესორმა თქვა: არავითარ შემთხვევაში, 2 წლის ბავშვს ამ აბსტრაქციის გაკეთება არ შეუძლია. სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოთ“, - თქვა რაშიდულ ბარიმ.

2016 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სუბორნოს წერილი გაუგზავნა, სადაც ბრწყინვალე სტუდენტს მისი შრომისმოყვარეობისა და მიღწევებისთვის ადიდებდა. ოჯახმა წერილის ასლი CNN-ს გაუზიარა.

2020 წელს, როდესაც ის 7 წლის იყო, სუბორნოს ინდოეთის კოლეჯებიდან მიწვევები მოუვიდა. მას იქ უნდა ესწავლებინა და ასეც მოიქცა. 

„ეს მას უამრავ შანსს აძლევს, ესაუბროს სხვადასხვა დონის ექსპერტს, სტუდენტებს, ფაკულტეტების წარმომადგენლებს, კოლეჯების პრეზიდენტებს და უამრავ ადამიანს“, - თქვა რაშიდულ ბარიმ.

სუბორნო გეგმავს თავისი ოჯახის ტრადიციის გაგრძელებას და სურს, რომ რომ ერთ დღეს მათემატიკის და ფიზიკის პროფესორი გახდეს.

„ეს ძალიან გიჟურია. ველოდები ყველა შესაძლებლობას, რაც მექნება. შევძლებ, შევხვდე ადამიანებს, რომლებიც ფიზიკითა და მათემატიკით რეალურად არიან დაინტერესებულნი. ვნახავ ადამიანებს, რომელთაც სურთ ამ სამყაროში გარკვევა“,- თქვა სუბორნომ. 

სავარაუდოდ, ბარი ბაკალავრის ხარისხს 14 წლის ასაკში მიიღებს, ხოლო დოქტორანტის - 18 წლის ასაკში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება