სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში სახელობითი სტიპენდიები საზეიმოდ გაიცა
11-10-2024
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული, სადაც ახალგაზრდებს სწავლისთვის ყველა შესაფერისი პირობა აქვთ შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის ტრადიციადქცეული დღესასწაულის მოწყობას აგრძელებს. სკოლაში წელს მეორედ გაიცა სახელობითი სტიპენდიები.

სახელობითი სტიპენდია ამავე სკოლის ათმა მოსწვალემ მიიღო, ხოლო სამ კურსდამთავრებულს ბაკალავრიატის პირველი კურსი დაუფინანსდა. სასტიპენდიო პროგრამას საფუძველი პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, დიდი პედაგოგის - სილოვან ხუნდაძის შთამომავალმა ეკატერინე ასათიანმა  ჩაუყარა. 

აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დაფუძნებაში დიდია სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის და სკოლის პედაგოგის - მარინე რუსაძის წვლილი. კერძოდ, მარინე რუსაძემ თავად მოიძია ეკატერინე ასათიანი და თანამშრომლობაც შედგა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემომწირველების რიცხვი გაიზარდა და სახელობით სტიპენდიებს ეკატერინე ასათიანთან ერთად, აფინანსებენ: საქართველოს ბანკი, სკოლის დირექტორი - მურად ჯიშკარიანი და პიროვნება, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ასევე, აღსანიშნავია სკოლის პედაგოგების ერთი ჯგუფის - საბუნებისმეტყველო კათედრის წევრების ინიციატივა, თავად დააფინანსონ ერთი სტიპენდიატი. 

დასახელდნენ გამარჯვებულები: სილოვან ხუნდაძის (3), იოსებ ოცხელის (2), გიორგი ახვლედიანის (2), დიმიტრი უზნაძის (2), ნიკო ჯაფარიძის (1) სახელობითი სტიპენდიატები. მათ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ.

სტიპენდიანტები შემდეგი მოსწავლეები არიან:

  • სილოვან ხუნდაძის სახელობის პრემია, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით - მე-12 კლასის მოსწავლე ნინი კუხიანიძე;
  • სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - მე-11 კლასის მოსწავლე აკაკი ხაჭაპურიძე; 
  • იოსებ ოცხელის სტიპენდია, STEM მიმართულებით: ოთარ ლაღაძე - მე-11 კლასი და მერაბ კაპანაძე - მე-11 კლასი; 
  • დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია: მე-12 კლასი - ანა მიქაბერიძე; მე-11 კლასი - ლალიტა გერაძე; 
  • გიორგი ახვლედიანის სახელობის სტიპენდია - ანანო ნიკოლაძე - მე-11 კლასი; ლილე გუმბერიძე - მე-12 კლასი.

ასევე, დასახელდა „წლის მოსწავლე“. აღნიშნული სტატუსი ნინი კუხიანიძემ და ოთარ ლაღაძემ მოიპოვეს. 

კონკურსში მონაწილე შემდეგი მოსწავლეები კი ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ:

  • ნია ცერცვაძე - მე-11 კლასი; 
  • საბა ჯინჭველაშვილი - მე-11 კლასი; 
  • ანასტასია ხურციძე - მე-11 კლასი; 
  • ანამარია გიორგაძე - მე-12 კლასი.

გამარჯვებულები დაასახელეს მურად ჯიშკარიანმა, ზაზა ლომინაძემ, გია ბასილაძემ, დავით ერემეიშვილმა, მერაბ კეზევაძემ, მაია ცქიტიშვილმა, შალვა კირთაძემ, მაია კეზევაძემ.

„ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი, ამაღელვებელი და სიხარულით სავსე დღე დაიწერა. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას, მასწავლებლებს კი მადლობას ვუხდით, დაუღალავი შრომისთვის. ვისურვებთ, რომ დღევანდელი დღე მოტივაცია ყოფილიყოს ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება