სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს შეხვდა
11-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეების წარმატებული მომავლისა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

მიმდინარე სასწავლო წლის 9 ოქტომბერს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე მოსწავლეთა თვითმმართველობის ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა, რომლებიც კლასების მიხედვით ჩატარებულ არჩევნებში გამოვლინდნენ.

პირველი შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დირექტორმა თვითმმართველობის წევრებს მათი უფლება-მოვალეობანი გააცნო და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირაში თვითმმართველობის ხელმძღვანელი აირჩევა. მუშაობის უკეთ წარმმართვისათვის კი, მოსწავლეებს სამუშაო სივრცე და პერსონალური კომპიუტერი გამოეყოფათ. 

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის წევრად, ყველა კლასიდან (VII - XII)  შემდეგი 2 მოსწავლეა (ერთი გოგონა და ერთი ვაჟი) არჩეული:

1. წმიდა სოლომონ მეორის სახელობის VII კლასიდან: ავთანდილ ხატელაშვილი, ბარბარე ხვიბლიანი (კლასის დამრიგებელი იოსებ აფაქიძე);

2. წმიდა ნიკოლოზის სახელობის VII კლასიდან: ზურაბ სულთანიშვილი, ნინო მარიამიძე, (დამრიგებელი შორენა ოქრიაშვილი);

3. წმიდა გიორგის სახელობის VIII კლასიდან: ალექსანდრე გაბუნია, ანასტასია გოგინაშვილი (დამრიგებელი მზიური კოჩალიძე); 

4. წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის IX კლასიდან: ჯანო ნაჭყებია, სალომე გოგილავა (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი);

5. წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის X კლასიდან: საბა ბალახაძე, თეა კოჩალიძე (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი);

6. წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის X კლასიდან: დავით ჩხაიძე, ხატია აბრამიშვილი (დამრიგებელი მაყვალა ანთაძე);

7. წმიდა შუშანიკის სახელობის XI კლასიდან: ირაკლი ბაბუცაშვილი, ეკატერინე გორგაძე (დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი);

8. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის XI კლასიდან: ცოტნე გაბუნია, მარიამ კუჭაშვილი (დამრიგებელი თეონა მოდებაძე);

9. წმიდა ამბროსი აღმსარებელის სახელობის XII კლასიდან: ნიკოლოზ ყარაულაშვილი, ნატალი ცხოვრებაძე.

შეხვედრას დირექტორის მოადგილეები: სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი იოსებ აფაქიძე ესწრებოდნენ.

„წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ ახლადარჩეულ მოსწავლეთა თვითმმართველობას“,- ამბობენ სკოლა-გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება