მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები ლამაზი კალიგრაფიით წერას ახალისებენ და მოსწავლეთა ესთეტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.
ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართულ ენაში, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
ამგვარი აქტივობა საკმაოდ პოპულარულია, რადგან ქართული დამწერლობა განსაკუთრებული და უნიკალურია.
შიდასაკლასო კონკურსი მე-4 კლასის პედაგოგმა მარინა ტოხიშვილმა ჩაატარა.
მასწავლებელმა, მოსწავლეებს დაწვრილებით აუხსნა აქტივობის მიზანი, რომელიც შთაგონებულია ქართული ანბანის სილამაზითა და ხელით წერის შენარჩუნება-განვითარების კულტურით.
ქართულ ანბანზე ფოკუსირებით, მონაწილეებმა დაწერეს უკვდავი სტრიქონები დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან.
წერითი ნამუშევრები შესრულდა საწერი კალმით.
სასკოლო ჟიურიმ, სკოლის დირექტორის - ლალი მელივას ხელმძღვანელობით, გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლებიც ეკუთვნით:
თანაკლასელებმა დიდი აღტაცებითა და სიყვარულით მიულოცეს გამარჯვებულებს საპრიზო ადგილების მოპოვება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.