მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-6 კლასში, რომლის ხელმძღვანელი თიკო ლომჯარია გახლავთ, ღონისძიება - „მადლობა მასწავლებელო“ გაიმართა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და ასე მიულოცეს საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე. ბავშვებმა მასწავლებლების ღვაწლი აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ნინო ლომჯარიამ.
ეს დღე ღონისძიებით ასევე სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომელთა ხელმძღვანელები დარეჯან ჭანუყვაძე და ნათია მურადოვა გახლავთ.
მათ საყვარელ მასწავლებლებს, ლექსით, სიმღერით, თბილი სიტყვებით მიულოცეს პროფესიული დღე.
„ბავშვებმა პედაგოგებს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.