სიახლეები
სკოლები

ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნას გარემოსდაცვითი აქტივობით შეუერთდნენ 
15-10-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექციისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

სკოლაში, აღნიშვნის გარეშე დასუფთავების მსოფლიო დღესაც არ ჩაუვლია. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ეზოს დასუფთავების პროცესში, სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. გასუფთავდა ეზოში მწვანე ნარგავები ზედმეტი ტოტებისგან.

სკოლის თანამშრომლებმა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სკოლის ეზოში ბალახი მოცელეს და  ყვავილნარი მოაწესრიგეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას სწავლობენ.

ყოველი წლის სექტემბერში დასუფთავების მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება გლობალურია და მასში თითქმის მთელი მსოფლიო ერთვება. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეები ერთიანდებიან და წინასწარ შერჩეულ ადგილებს ნარჩენებისგან წმენდენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება