მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში მე-2გ კლასის მოსწავლეებმა, ბუნების გაკვეთილზე ჩაატარეს საინტერესო ცდა, მასწავლებლის ნონა ფარულავას ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო მასალა - „ნიადაგის შემადგენლობა“, გახლდათ.
მოსწავლეები დიდი გულისყურით აკვირდებოდნენ რომელი უფრო ადვილად გაატარებდა წყალს - ქვიშა თუ ნიადაგი.
პატარები დარწმუნდნენ, რომ ნიადაგი შეიცავს მარილებს, წყალს და მასში ბინადრობენ სხვადასხვა ორგანიზმები.
როგორც სკოლაში აფასებენ, გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები აღფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.