მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 11 ოქტომბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
შეიქმნა საარჩევნო კომისიები, თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საბაზო და საშუალო საფეხურის თითქმის ყველა მოსწავლემ. საარჩევნო პროცედურები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე ფარული კენჭისყრით. არჩევნების შედეგები გამოცხადდა სასწავლო დღის ბოლოს.
პირველი სამუშაო დღე თვითმმართველობის წევრებმა იმავე დღეს ჩაატარეს. თვითმმართველობის თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს XIბ კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.