მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და პროგრამაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ. სკოლა მათ მიღწევებს ყოველთვის დიდი სიხარულით გვიზიარებს.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება მოსწავლეების - ზურაბ ბრეგვაძისა და ლუკა შაინიძის წარმატებას გვაცნობს.
ისინი, Erasmus+ გაცვლით პროგრამაში YE „Youth Digital Media Literacy Lab“ მონაწილეობენ, სადაც ასევე ჩართულები არიან გერმანელი ახალგაზრდები.
პროექტი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტარდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები - ზუკა და ლუკა წარდგნენ დღევანდელი ბოლნისის, ძველი კატარინენფელდის შესახებ მოხსენებით.
„ეს თავისთავად გაუკვირდათ და გაუხარდათ გერმანელ ახალგაზრდებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა მოხსენებით ახალგაზრდები აღფრთოვანებულები დარჩნენ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
„ჩვენ ყოველთვის გაგაცნობთ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების წარმატებს და ყოველთვის ხელს შევუწყობთ მათ განვითარებას“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.