მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველკლასელთათვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავია დედაენის პირველი ფურცლებიდან ანბანის პირველი ასოებისგან შედგენილი „აი იას“ ამოკითხვა.
თბილისის N37 საჯარო სკოლის Iგ კლასში კლასში „ანბანის შემობრძანება“ მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ქართულ ანბანსა და „დედაენის“ შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს ხოტბა შეასხეს.
„ცეროდენა პირველკლასელები ლექსებით უხდიდნენ მადლობას დიდ იაკობს, სიყვარულით წარმოთქვამდნენ „აი თითს“ და „აი იას“. მათ მიერ შესრულებულმა ნამუშევრებმა ცხადყო, რა დიდი ინტერესით იწყებენ პატარები მშობლიურ ენაზე კითხვასა და წერას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს სასკოლო ცხოვრების გზაზე წარმატებას უსურვებენ და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.