TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„ენები მშვიდობისთვის“ - კრწანისის საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრამ, მოსწავლეთა მონაწილეობით, საინტერესო ვიდეორგოლი ჩაწერა 
15-10-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა. 

ახლახან, სკოლა ენების ევროპულ კვირეულს შეუერთდა და ენების ევროპული დღე აღნიშნა. 

უცხო ენების კათედრამ, X და XI კლასელი მოსწავლეების მონაწილეობით, ჩაწერა პატარა ვიდეორგოლი სახელწოდებით - „ენები მშვიდობისთვის“. მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი.

მოსწავლეთა პედაგოგები არიან - ირმა ნიჟარაძე, თამო მაღედანი, მანანა ნატროშვილი და თეო ხორგუანი, რომლებიც მოზარდებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებენ. 

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. 

ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება