მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის დაარსებიდან 130 წელი შესრულდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი, 10 ოქტომბერს, დიდი სიხარულითა და შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სკოლის მრავალწლიანი და საინტერესო ისტორია წარუდგინეს.
საუბილეო საღამოს ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვინც მათი სიხარული გაიზიარა.
„მადლობა, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ეს მნიშვნელოვანი თარიღი მოგვილოცა და უდიდესი სიხარულისა და სიამაყის შეგრძნება ჩვენთან ერთად გაიზიარა. მადლობა, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციას.
განსაკუთრებული მადლობა მოლითის საჯარო სკოლის ნიჭიერ მომავალ თაობას, თქვენი შრომითა და თავდადებით უამრავი წარმატებული დღე გეზეიმოთ, გვეამაყებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში, რომელიც განათლების სადარაჯოზე 130 წელია წარმატებით დგას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.