სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით სამეგრელოს ესტუმრნენ
15-10-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სანტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურია მოეწყო.

11 ოქტომბერს, მე-8 კლასის (დამრიგებელი კახაბერ ტყეშელაშვილი) მოსწავლეები   საგაკვეთილო (ქართულის მასწავლებელი ლია კუხიანიძე) ექსკურსიით სამეგრელოს ესტუმრნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღე იყო გალაკტიონისელი, „ელვარე და ლომფერი“, მოსწავლეებმა, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ მომზადებული ინფორმაციები ყველა იმ ადგილზე, რომელიც უნდა ენახათ, ინტერესითა და სიამოვნებით დაათვალიერეს ნოქალაქევი, მარტვილის საკათედრო ტაძარი, ზუგდიდის დადიანების სასახლე.

„მოწაფეები სასახლის ბაღში გაერთნენ და ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში მისვლა ცოტა მოუგვიანდათ, მაგრამ მთვარიან ღამით მის მშვენიერ ეზოში ერთად ყოფნა და ღმერთთან ახლოს ყოფნის შეგრძნება დაუვიწყარ განცადად გაჰყვებათ ექსკურსიის მონაწილეებს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ 11 ოქტომბერი მოსწავლეებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე დღე გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება