მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
პედაგოგ მანანა ბარამიძეს მოსწავლეებმა ეს დღე დღესასწაულად უქციეს. მას მისალოცი ბარათები უსახსოვრეს, ყვავილები აჩუქეს, დადებითი, სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ჩემი ბარტყების მოლოცვები - ყვავილების თაიგული, ჩემი პირველკლასელისგან ჩემი ნინიასგან. დღეს, ისე გამაბედნიერეთ, ისე გამითბეთ გული თქვენი ყურადღებით, თქვენი სიყვარულით, ნდობით.
მადლობა, რომ ასე მენდობით მადლობა, რომ ასე გიყვარვართ მადლობა, რომ გჯერათ ჩემი.
მიყვარხართ, გეფერებით თქვენს პაწია გულებში ჩემი წარმატება, თქვენი წინსვლაა, თქვენთვის ცოდნის შეძენაა, გისურვებთ წარმატებულ წელს ჩემო ციმციმებო“, - აღნიშნავს პედაგოგი.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა