მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
აღსანიშნავია, რომ მათთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, მე-4ბ კლასის მოსწავლეები იმერეთს ესტუმრნენ. მათ სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
ისინი გასვლით აქტივობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ელზა დიასამიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გარემო გულდასმით დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ვიზიტის შესახებ დამატებით ინფორმაციას პედაგოგი ელზა დიასამიძე გვაცნობს.
„მოგზაურობა დაუღალავი, ენერგიული და შემეცნებითი გახლდათ! ეს იყო გასვლითი გაკვეთილი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალის“ მიხედვით! მოგეხსენებათ, წიგნი წარმოსახვითი სამყაროს აღქმის საშუალებაა, მაგრამ თვით პერსონაჟების იმიტაცია წმინდა მიწებზე, სადაც ოდესღაც აკაკი დაიარებოდა, გონებისთვის წარუშლელი კვალია… ჩვენი მიზანი ბუმბერაზი მწერლის, აკაკის გაცნობა, განდიდება, ფართო სპექტრში ხელახლა დაბადება-გარდაცვალება იყო. მოსწავლეებმა ითამაშეს „ქორობია“ და სამშობლოს წარსული კიდევ ერთხელ გააღვივეს, თუმცა ჩვენს „ქორობიას“ ბედნიერი დასასრული ჰქონდა, რადგან ჩვენ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს შვილები ვართ!“,- გვეუბნება ელზა დიასამიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა