მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნაში“ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი შეხვედრა იმართება.
ახლახან, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული შეხვედრა ჩატარდა.
სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
ასევე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ;
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
სკოლაში სააგენტოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისათვის მადლობას უხდიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა