| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ სკოლაში არაფორმალური განათლება წახალისებული და მხარდაჭერილია. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და აქტივობაში, ცოდნას იმდიდრებენ და ახალ უნარებს იძენენ.
ახლახან, მოსწავლეები იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკზე - „მეცნიერება სახალისოა“.
მოსწავლეები არაერთ ექსპერიმენტსა და კვლევაში ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მადლობას უხდიან ყველას, ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა, საინტერესო და ნაყოფიერი დღისათვის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს