სიახლეები
სკოლები

თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარის მაკეტი დაამზადეს და საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
16-10-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა თემაზე - ილია ჭავჭავაძის - „კაცია ადამიანი“.

დავალება გულისხმობდა ცნობილი ნაწარმოების მთავარი გმირის - ლუარსაბ თათქარიძის სახლ - კარის მაკეტის დამზადებასა და პრეზენტაციის წარდგენას.

კლასი დაყოფილი იყო სამ სამკაციან ჯგუფად. მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა დავალების მიზანი და შესრულების ეტაპები, დავალების პირობაც. ჯგუფებმა აირჩიეს დავალების შესრულებისთვის სასურველი ფორმატი (ხატვა, კომპიუტერული ვერსია, მუყაოს ქაღალდით). 

ჯერ კეთებით სწავლებას შეუდგნენ: დაამზადეს ლუარსაბისა და დარეჯანის სახლ-კარის მაკეტი, შემდეგ იმუშავეს ტექსტზე: რა იყო ტექსტში, რა შეიცვალეს თავიანთი წარმოდგენით და რატომ? გაიმეორეს უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულები და წარადგინეს პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრეს დავალების შესრულებისას რა იყო რთული და რა იყო მარტივი, ხელახლა, რომ ჰქონდათ იგივე დავალება რას შეცვლიდნენ და რატომ?

სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

„ძალიან სახალისო გაკვეთილი იყო, რადგან ყველა მოსწრების მოსწავლე მონაწილეობდა და ყველა ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში“,- გვეუბნებიან სკოლაში.

მასწავლებლის თქმით, ასეთი დავალებები დაეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, საინტერესოს და მიმზიდველს გახდის სასწავლო პროცესს, მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს და დაეხმარება მეტაკოგნიციაშიც.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება