მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლა ზრდასრულობისკენ მიმავალი ის დიდი გზაა, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ მოსწავლეების მომავალი ცხოვრების კურსს განსაზღვრავს. სწორედ სკოლის პერიოდში ხდება სამყაროს შეცნობა, მსოფლმხედველობისა და ძირითადი ღირებულებების ჩამოყალიბება - თუმცა საინტერესოა, უხარიათ თუ არა მოსწავლეებს სკოლაში სიარული და რას აკეთებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ხელმძღვანელები იმისთვის, რომ სკოლა იყოს ადგილი, რომელიც სასურველი და კომფორტული იქნება მოსწავლეებისთვის.
საკუთარ მიდგომებსა და ხედვებს სკოლის ლიდერები გვიზიარებენ:
ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია და ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა პროფესიონალი კადრები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა - ჩვენ სკოლაში ამის პრობლემა არ არის, თუმცა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლებისა და თეორიული ცოდნის გადაცემა არ არის საკმარისი მოსწავლეებისთვის… ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კოლექტიური გასვლები, კინოში, თეატრში, ექსკურსიებზე, ჩვენ ქალაქში
რევაზ ჯოჯუა, სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:
იმისთვის, რომ მოსწავლეებს სკოლაში მისვლა უხაროდეთ, უნდა ეწყობოდეს მრავალმხრივი აქტივობები, რაც მათ ინტერესებზე
გულნაზი ხორბალაძე
ბევრი რამ უნდა გააკეთოს დირექტორმა, პირველ რიგში ბავშვებს უნდა მოუსმინოს მათი აზრი, განწყობა, დამოკიდებულება გაიგოს და გაითვალისწინოს ბავშვების სურვილები. მე არ ვამბობ, რომ ყველა სურვილი სრულყოფაში უნდა მოიყვანოს, თუმცა კრიტიკული შენიშვნები, რაც მოსწავლეებს აქვთ უნდა გაითვალისწინოს. მოსწავლეები ხშირად არიან მასწავლებლების ობიექტური შემფასებლები. ხშირად უნდა ტარდებოდეს
ნატო ოდიშვილი
პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ, რომ მათ უსაფრთხო, მეგობრული გარემო შევუქმნათ, გარემო სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და თეორიულ ცოდნასთან ერთად, შევთავაზოთ საინტერესო აქტივობები, რომლებიც მათ განწყობას აუმაღლებთ. განწყობა არის უმთავრესი, თუ მოსწავლეებს კარგი განწყობა ექნებათ, მათ სკოლაში მისვლა ყოველთვის გაუხარდებათ.
ნანა მიქავა
მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, სადაც დაცული იქნება ბავშვების უფლებები, მოსწავლეები სკოლაში თავს კომფორტულად და დაცულად უნდა გრძნობდნენ, ამის შემდეგ კი შეგვიძლია ვიზრუნოთ განწყობაზე. მათი განწყობის ამაღლებისთვის კი მნიშვნელოვანია საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული, მეთოდის: სწავლა კეთებით, გამოყენება, რაც ყოველთვის იწვევს მათ დაინტერესებას და
ნინო ხორგუანი, გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლის მაგალითზე, ნამდვილად ვერ დავიჩივლებ მოსწავლეებში განწყობის უქონლობაზე, მათ სკოლაში ყოფნა უხარიათ და ამას გამოხატავენ ჩახუტებით, თბილი სიტყვებისა და კომპლიმენტებით. ის, რომ მოსწავლეებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ ყველაზე მეტად მასწავლებლებზეა დამოკიდებული, მე მიხარია, რომ ჩემს
ბეჟანი შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის
ამისთვის მნიშვნელოვანია მოტივაციის ამაღლება, პედაგოგები მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ და ჰქონდეს კარგი ურთიერთობა მოსწავლეებთან. შეიძლება მოსწავლემ გაკვეთილი ვერ მოამზადოს, მაგრამ მასწავლებლის სიყვარულის გამო მივიდეს სკოლაში, მე ასე ვაკეთებდი. მახსოვს, ნამეცადინები არ მქონდა, მაგრამ ძალიან მიყვარდა მასწავლებელი და მაინც სიხარულით მივდიოდი სკოლაში - განწყობა და დამოკიდებულება არის უმთავრესი და ამაზე პედაგოგებმა
სალომე აბრამიშვილი, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლესაც და მასწავლებელსაც სკოლაში მისვლა უხაროდეთ, ამისთვის ხელმძღვანელის როლი გადამწყვეტია. უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა ბედნიერია და ყველა სიხარულით მიდის - ამისთვის კი, თანამშრომლობითი, კეთილგანწყობილი გარემოს არსებობაა აუცილებელი, მასწავლებელსა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და ასევე თავად მოსწავლეებს შორის. მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ, რომ მათ ყველა აღიქვამს პიროვნებებად, თითოეული მათგანის სიტყვა და მოსაზრება მისაღები და დაფასებულია სკოლაში. როცა მოსწავლე გრძნობს, რომ მის შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული სასწავლო გარემო, შესაბამისად სკოლაში მოსვლაც ახარებთ.
ნანა ჯანელიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩორჯოს საჯარო სკოლის დირექტორი:
დადებითი ატმოსფერო უნდა შევუქმნათ მოსწავლეებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსი. გაკვეთილები უნდა დავგეგმოთ ისე, რომ მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო. ზოგადად ვფიქრობ, რომ
ლიანა დოლიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N3 საჯარო
დირექტორმა ისეთი მშვიდი და სასიამოვნო გარემო უნდა შექმნას, რომ მოსწავლეებს სკოლაში მისვლა უხაროდეთ, პირველ რიგში, გარემო და ამ გარემოში სიტუაცია, თუნდაც მასწავლებლის მოქმედებები და ქცევები, რაც მოსწავლეების განწყობაზე დადებითად აისახება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შეკითხვები დაისვა ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...