სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მკითხველთა კლუბ „ასფურცელას“ წევრთა შეკრება „პინოქიოს თავგადასავალს“ მიეძღვნა
16-10-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს სკოლის მკითხველთა კლუბის საქმიანობაც.

აღნიშნულ კლუბში მე-2 კლასელები არიან გაერთიანებულნი. მათ მუშაობას კი დაწყებითი კლასის პედაგოგი თეა ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს. მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა მწერლის ლიტერატურას და ცოდნას იმაღლებენ.

ამჯერად, მკითხველთა კლუბ „ასფურცელას“ წევრებმა შეკრება კარლო კოლოდის - „პინოქიოს თავგადასავალს“ მიუძღვნეს.

„თითქმის 150 წლის წინ კარლო კოლოდის დაწერილი „პინოქიოს თავგადასავალი“ დღემდე რჩება ბავშვების საყვარელ გმირად. 

ნაწყვეტი ამ ნაწარმოებიდან მე-2 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოშიც არის შეტანილი. ხის ბიჭუნასადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ კლუბის შეკრება სწორედ მას მიეძღვნა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა წაიკითხეს და ერთმანეთს შეადარეს ამ ნაწარმოების სხადასხვა გამოცემა, იმუშავეს ერთ-ერთ საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებულ საინფორმაციო ტექსტზე - „ხის ბიჭუნას ამბავი“ და ბოლოს ერთად ნახეს მულტიპლიკაციური ფილმი „პინოქიოს თავგადასავალი“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება