მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს:
ა) საკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სწავლებისთვის განსაზღვრულ საათებსა და ამავე პროგრამის შემადგენელი მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრულ შეფასების საათებს;
ბ) არასაკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებელ საათებს.
რაც შეეხება ანაზღაურების მოცულობას, იგი განათლების მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დგინდება, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ეძლევათ, განსხვავებული ანაზღაურება გასცენ, თუმცა ის არ უნდა იყოს ბრძანებით განსაზღვრულ მინიმალურ სარგოზე ნაკლები:
„პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების (შემდგომ – ერთი საათის შრომის ანაზღაურება) მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მინიმალური ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთი ციკლის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯების დეფიციტი. ამასთან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები