მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N20 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მათ სასწავლო მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები კომპიუტერებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს სკოლას ჰყავდა საბაზო საფეხურის 5 წარჩინებული მოსწავლე:
1. ნინიკო ლომსანიძე;
2. თორნიკე მიქელაძე;
3. მარიამ საბახტარიშვილი;
4. ლიზი ხარატიშვილი;
5. ნინო ყოლბაია.
აღნიშნულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები.
სკოლის დირექცია ყველა მოსწავლეს წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, ტომ ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.