მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლას შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული არაერთი მოსწავლე ჰყავს. მათ შორისაა პოეზიაზე შეყვარებული ნიკოლოზ ჯანაძე.
ნიკოლოზი მე-5 კლასის მოსწავლეა, რომელიც 8 ოქტომბერს, ცაგერის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გამართულ პოეზიის საღამოში მონაწილეობდა.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, მხარდამჭერები - მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ასევე „ახალგაზრდობის ცენტრი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პოეზიის საღამო ნამდვილ დღესასწაულად იქცა პოეზიის მოყვარულთათვის. ნიკოლოზ ჯანაძემ კი, მშობლიური სკოლა წარადგინა ნანული ცხვედიანის მშვენიერი ლექსით - „ლეჩხუმი“.
ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ქართველი კლასიკოსი მწერლების წიგნები.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს მეორე ლექსის წაკითხვაც სურდა, მაგრამ ფორმატი ამის საშუალებას არ იძლეოდა, სკოლის დირექტრმა- მაია ჩაჩხიანმა კი მოსწავლეს სურვილი საკლასო ოთახში აუსრულა.
„გავითვალისწინებ ნიკოლოზის სურვილს და გაგიზიარებთ ვიდეოს გაკვეთილიდან, სადაც ის მთელი გულით კითხულობს ლადოს ლექსს - „კრწანისის ყაყაჩოები“... წარმატებები ვუსურვოთ პოეზიაზე შეყვარებულ ბიჭს“, - აღნიშნა დირექტორმა, რომელიც სიამაყით გვიზიარებს შემოქმედებითი მოსწავლის მხატვრულად წაკითხულ ლექსს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება
იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
ხანდოს საჯარო სკოლაში ჩატარებულ ვიქტორინაში გამარჯვებულ გუნდს, „ვარსკვლავები“ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა