სიახლეები
სკოლები

„საჩუქარი პირველკლასელებისთვის“ - ერკეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სასწავლო რესურსები შექმნეს
16-10-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

​ამჯერად, ასეთი საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მე-2 კლასში ჩატარდა.

სკოლის მეორეკლასელებმა კომპლექსური დავალება - „საჩუქარი პირველკლასელებისთვის“ შეასრულეს.

მოსწავლეებმა „სწავლა კეთების“ მეთოდით საინტერესო აქტივობები განახორციელეს. მათ მეორადი ნივთების გამოყენებით, როგორიცაა: ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, ბოთლის თავსახურები, ფერადი ქაღალდები, მუყაო და აკვარიუმის კენჭები, დაამზადეს მათემატიკური ფაზლები, რიცხვების ჩასაწყობი კალათები.

„მათ ასევე შექმნეს ზღარბები, რომლებსაც ეკლების ნაცვლად რიცხვები ასხიათ და რიცხვთა რაოდენობის გამამთლიანებელი თეფშები.

პატარა მეგობრებს სასწავლო რესურსები ძალიან მოეწონათ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციებისთვის“

 

 

მოსწავლეებმა ოლიმპიადას წარმატებით გაართვეს თავი და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
 

ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება