მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის მასწავლებელთა სახელფასო ფორმულაში მორგი ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება.
განისაზღვრა, რომ სტატუსიანი მასწავლებლების ნაწილს დამატებით 200 ლარი დაერიცხება, ხოლო ნაწილს 201 ლარამდე შეევსება ანაზღაურება.
„მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა და ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2026-2027 სასწავლო წლიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი...
თუ შრომის ანაზღაურების დაანგარიშების პერიოდისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მეტია ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მასწავლებელს მიეცემა ამ დანართის დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე.
თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) მეტია ამ ბრძანების დანართის დანართით დადგენილი მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობისა და პირობების შესაბამისად დაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), თუმცა არ იზრდება 200 ლარით, მასწავლებელს მიეცემა ამ დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა 201 ლარამდე შევსებით“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.